გამოცხადდა კონკურსი გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მისაღებად თსუს გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა) ეთნოლოგიასა და ფოლკლორში. მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები:
1.1.2024-2025 სასწავლო წელს აკადემიური მოსწრება 91 და ზემოთ (სტუდენტს მოპოვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 კრედიტი).
1.2.ნაშრომი ეთნოლოგიის ან ფოლკლორისტიკის განხრით: სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სტატია სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში, სტატია პოპულარულ ჟურნალში ან გაზეთში.
1.3. მონაწილეობა კონფერენციებში: საერთაშორისო კონფერენცია /სიმპოზიუმი, რეგიონული ან საუნივერსიტეტო კონფერენცია, სხვა.
(შენიშვნა: 1. სტუდენტი შესაძლებელია იყოს 2025 წლის კურსდამთავრებული, აქტიური ან შეჩერებული სტატუსის მქონე; 2.შესაძლებელია, სტუდენტს 2024-25 სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი და შესაბამისად, შერჩევა მოხდეს მხოლოდ სამეცნიერო აქტივობის შეფასებით; 3.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია წინა წლის/წლების სტიპენდიანტს; 4.აგრეთვე, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა, თუ მას წინა წლის განმავლობაში აქვს გარკვეული სამეცნიერო აქტივობა.)
საბუთები მიიღება 2025 წლის 7 ნოემბრიდან - 13 ნოემბრამდე არაუგვიანეს 17:30 საათისა, თსუ, I კორპუსი, 208-ე ოთახი.
საკონტაქტო პირი: ეკატერინე ანდღულაძე